ისტორია

Inter Club Georgia წარმოადგენს მილანის „ინტერის“ ქართველ ქომაგთა პირველ მასშტაბურ გაერთიანებას. ჯგუფი შეიქმნა 2010 წელს, როდესაც რამდენიმე აქტიური გულშემატკივრის თაოსნობით, რომლებსაც მანამდეც არაერთი წელი აკავშირებდათ დიდ ჯგუფად ქომაგობა, საფუძველი ჩაეყარა გაერთიანების შექმნას Inter Club Georgia-ს სახელით. პირველად ეს ტრენდი გამოყენებულ იქნა ქართველი „ინტერისტების“ თურქეთში ვოიაჟისას, 2011 წლის ნოემბერში, სადაც გაკეთდა დიდი დროშა და ამ ლეგენდარულ დროშასთან ერთად მოდის Inter Club Georgia-ს ისტორია (იხ. „ინტერისტების“ თავგადასავალის გვერდი). ამ დროშაზე ხელი ბევრ სახელგანთქმულ „ინტერელ“ ფეხბურთელს აქვს მოწერილი, მათ შორის ხავიერ ძანეტის. დროშა მრავალჯერ არის გამოფენილი „სან სიროსა“ თუ სხვა დიდ სტადიონებზე, სადაც „ინტერს“ უთამაშია.
2018 წელს Inter Club Georgia გადავიდა ორგანიზაციული და იურიდიული კუთხით უფრო მაღალ საფეხურზე. დაარსდა საქართველოში „ინტერის“ ქომაგთა ოფიციალური გაერიანება, რომლის წევრებიც ავტომატურად ხდებიან „ნერაძურის“ ოფიციალური ფან-კლუბის წევრებიც...шаблоны для dle