14-02-2019, 16:50
იტალიური გამოცემა TeleLombardia-ს ცნობით, "ინტერის" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა უახლოეს დღეებში ჟოზე მაურინიოს შეხვდება. როგორც ჩანს, მილანური გრანდი მართლაც სერიოზულად ფიქრობს მთავარი მწვრთნელის პოსტზე გადაადგილების განხორციელებას, რადგან ლუჩანო სპალეტი აშკარად ვერ ამართლებს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. ჟოზესთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, პორტუგალიელი "ინტერს" სეზონის დასრულებისთანავე ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, რომ წარსულში მაურინიომ "ინტერს" ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა და "ნერიაძური" გახადა ერთადერთი იტალიური კლუბი, რომელმაც სეზონი ტრებლით დაასრულა.
18-01-2019, 02:42

სამწვრთნელო ტაიმ-აუტში მყოფმა ჟოზე მაურინიომ გუშინ თავისი კარიერის საუკეთესო გუნდი დაასახელა.
- ჩემი საუკეთესო გუნდი? ალბათ თქვენც ხვდებით, რომ "ინტერი" უნდა ვთქვა, ვინაიდან მილანელებმა ყველაფერი მოიგეს. ვფიქრობ, ობიექტური და მადლიერი უნდა ვიყო და აღვნიშნო, რომ ეს არის საუკეთესო გუნდი, რომელმაც ჩემი მისვლის პირველი დღიდან ბოლო დღემდე აბსოლუტურად ყველაფერი მოიგო. მათ მოიგეს ყველა ტურნირი, დადეს ტრებლი, დაამარცხეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდი "ბარსელონა", დაამარცხეს მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მოიგეს იტალიის ჩემპიონატი ქულების ფანტასტიკური რაოდენობით. მოიგეს თასი და სამი ფინალი 10 დღეში, - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ჟოზე მაურინიო მილანის "ინტერს" 2008-10 წლებში ხელმძღვანელობდა და "ნერაძურის" სულ 5 ტიტული მოაგებინა. 2009/10 წლების სეზონში "ინტერმა" ტრებლი გაიფორმა - ჩემპიონთა ლიგა, იტალიის თასი და სერია ა მოიგო.
16-01-2019, 20:59
სასიამოვნო სიახლე "ინტერის" გულშემატკივრებისთვის.
15 იანვრიდან "ინტერის" ოფიციალური ფანკლუბის წევრებისთვის შესაძლებელი იქნება აპრილში ინტერი-იუვენტუსის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა. სამწუხაროდ დედლაინი დასახელებული არაა, ამიტომაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბილეთები გაყიდვაშია გამოყოფილი ლიმიტის ფიზიკურ ამოწურვამდე.
მსურველები უნდა დაუკავშირდნენ ფანკლუბის მმართველ ბორდს

შესაძლებელია ბილეთის როგორც პირდაპირი ყიდვა, ისე რეზერვაცია. დაწვრილებით იხილეთ ფოტოზე.


12-01-2019, 05:32
ბეპე მაროტას შემდეგ, ინტერმა შესაძლოა კიდევ ერთი იუვენტუსის წარმომადგენელი დაიმატოს. საუბარია ტურინელთა ყოფილ სპორტულ დირექტორზე ფედერიკო ჩერუბინიზე.
11-01-2019, 16:08
Sport Italia-ს ჟურნალისტის, ალფრედო პედულას განცხადებით, ინტერმა პესკარას 20 წლის მცველთან, ენდრიუ გრავილონთან შეთანხმებას მიაღწია და ფეხბურთელს ზაფხულში ოფიციალურად დაიმატებს.
24-12-2018, 23:33
2017 წლის ზაფხული იდგა... "რომამ" ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით სერია ა-ში მეორე ადგილი დაიკავა და კლუბის შეფების დიდი სურვილის მიუხედავად, იტალიელი სპეციალისტი "ჯალოროსოდან" მაინც წავიდა. ეს ძალიან მტკივნეული იყო იმ ფონზე, რომ დედაქალაქი ასევე დატოვეს მოჰამედ სალაჰმა და ანტონიო რუდიგერმა, ფრანჩესკო ტოტიმ კი კარიერა დაასრულა. ტიფოზებს სასიხარულო ნამდვილად არაფერი ჰქონდათ და ნამდვილი შოკი მაშინ მიიღეს, როცა საქმე რაჯა ნაინგოლანის წასვლაზე მიდგა - "ინტერმა" "რომას" ბელგიელის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა...
ახლა კი რამდენიმე წლით უკან რომ წავიწიოთ და გავიხსენოთ რაჯას პირველი სეზონები "რომაში". მაშინ იგი ცენტრალური ნახევარმცველი იყო, აგრესიული, მობილური, ძლიერი, დაყენებული დარტყმითა და მოედნის კარგი ხედვით. გუნდში ლუჩანო სპალეტის მისვლის შემდეგ კი წინ წაიწია და კლასიკური 10 ნომრის ამპლუა მოირგო. ამით ნაინგოლანი მოედანზე გაცილებით ეფექტური შეიქნა, იგი ნამდვილად არ გახდა ბოლო პასის ოსტატი, მაგრამ კარგად ითვისებდა თავისუფალ ზონებს, ყოველთვის შეეძლო შეტევის მეორე ტემპის წარმართვა, პრესინგის დროს შეუდარებელი იყო და ბევრი გოლიც გაჰქონდა. იმ სეზონში რაჯამ 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასიც გააკეთა. ცხადი იყო, რომ ნაინგოლანი "რომას" ხერხემლად ჩამოყალიბდა და მისი გაშვება არანაირად არ შეიძლებოდა.

თავად ფეხბურთელს კი ძალიან უნდოდა იმ "ინტერში" გადასვლა, რომელიც მისმა "გამხსნელმა" ლუჩანო სპალეტიმ ჩაიბარა. იმ ზაფხულს პრესაში ალბათ ტიფოზების დასამშვიდებლად დაიწერა, რომ ნაინგოლანმა "რომასთან" ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა ფეხბურთელმა აქაც ყველას ცივი შხაპი გადაავლო და ახალი კონტრაქტის თემაზე ჟურნალისტის შეკითხვას ირონიულად უპასუხა: "ახალი კონტრაქტი? ძალიან გთხოვთ ნუ მაცინებთ".

"რომას" სულზე მოუსწო უეფა-ს კომისიამ ფინანსური ფეირ-პლეის კომისიამ, რომელმაც "ინტერს" დარღვევები აღმოუჩინა და მილანელებიც იძულებულნი გახდნენ ფულის ხარჯვის ნაცვლად, აქეთ მოეზიდათ კლუბში მილიონები. მათ ახალი ფეხბურთელებიც არენდით აიყვანეს და ნამდვილად აღარ ეცალათ ნაინგოლანისთვის, რომელმაც 2017-18 წლების სეზონი ასევე ძალიან კარგად ჩაატარა. ეუსებიო დი ფრანჩესკოს ხელში იგი სერია ა-ში შედეგიანი პასებითა და კარში დარტყმებით ლიდერი იყო. აღნიშნული სეზონი "რომამ" იტალიაში მესამე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალში გავიდა, სადაც ნაინგოლანმა "ლივერპულთან" ორივე მატჩში გაიტანა გოლები. ასეთი წარმატებული სეზონის მიუხედავად, რაჯა მაინც მუნდიალსმიღმა დარჩა, რადგან რობერტო მარტინესმა იგი ბელგიის ნაკრებში არ გამოიძახა. ნაინგოლანს ეროვნულ გუნდში მაშინაც კი არ უხმეს, როცა "მონაკოს" სათადარიგო ნახევარმცველმა ტილემანსმა ტრავმა მიიღო. მარტინესმა თავისი გადაწყვეტილება ტაქტიკური სქემის მოსაზრებებით ახსნა, თუმცა ყველასთვის ცხადი იყო, რომ ესპანელი მოერიდა გუნდში ბუნტისთავისა და არადისციპლინირებული ფეხბურთელის მიწვევას. პასუხად გამწარებულმა ნაინგოლანმა განაცხადა, რომ ნაკრებში არასათანადო დაფასების გამო, ის ეროვნულ გუნდში არ ითამაშებს.

მალე იგი "ინტერში" გადავიდა, თუმცა "რომას" ტიფოზების გულის მოსაგებად განაცხადა, რომ "ჯალოროსო" მილანელებთან მის ზურგს უკან აწარმოებდა მოლაპარაკებებს და თავად ფეხბურთელს ძალიან უნდოდა "ოლიმპიკოზე" დარჩენა. ასეა თუ ისე, "რომამ" ნაინგოლანში 30 მილიონამდე ევრო და ორი ფეხბურთელი: დავიდე სანტონი და ნიკოლო ძანიოლო მიიღო.

"ინტერმა" რაჟას პოპმეზური დახვედრა მოუწყო და მისთვის კრეატიული საპრეზენტაციო კლიპიც არ დაიშურა, თუმცა ბელგიელმა სეზონის მოსამზადებელი შეკრება სრულფასოვნად მაინც ვერ გაიარა. ჯერ შვილის შეძენის გამო რამდენიმე დღით დაეთხოვა ახალ გუნდს, შემდეგ კი ტრავმა მიიღო, რის გამოც სერია ა-ს პირველი ორი ტური გამოტოვა. სამაგიეროდ, მილანურ კაზინოებში სიარულს მოუხშირა და "სასუოლოსთან" მტკივნეული მარცხის შემდეგ, ღამი კლუბში მოლხენასაც არ მოერიდა.



რაჯას დებიუტი "ინტერში" სერია ა-ს მესამე ტურში, "ბოლონიასთან" შეხვედრაში შედგა და გოლიც გაიტანა. ამას მოჰყვა უწყინარი მოქცევა და თამაში კიდევ ერთი თვე. შემდეგ კი იყო "ტოტენჰემთან" მილანში მოგებული მატჩი, რომლის შემდეგ სპალეტიმ პირველი საყვედური გამოთქვა ნაინგოლანის მიმართ და თქვა, რომ რაჯასა და იკარდის შორის მოედანზე არ არის კარგი კავშირი. მწვრთნელმა ეს ბელგიელის უფორმობას დააბრალა. არადა, რაჯა "რომაში" ედინ ჯეკოსთან კავშირს იდეალურად ამყარებდა და სულ არ საჭიროებდა კიდევ ერთ დამატებით რგოლს...

ცნობილია, რომ ნაინგოლანს თეძოსთან დაკავშირებული ქრონიკული პრობლემა აქვს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ის, რომ ამ ტრავმის მკურნალობისას იგი რეჟიმს არ იცავს და შედეგად უფრო მცირე დაზიანები ნაინგოლანს ფორმიდან აგდებს. სწორედ ასეთი ტრავმების გამო, "დიდი მატჩების ფეხბურთელის" მეტსახელით ცნობილმა რაჯამ ჯერჯერობით ამ სეზონის "ინტერის" ყველა ტოპ-მატჩი ("რომასთან", "ლაციოსთან", "ბარსელონასთან" სტუმრად, "იუვენტუსთან") გამოტოვა.

სეზონის დასაწყისში "ინტერის" ხელმძღვანელობა რაჯას უსაქციელობას გაგებით მოეკიდა და ყურადღებას არ აქცევდა ფეხბურთელის ალკოჰოლისა და სიგარეტის მიმართ მიდრეკილებას. რაჯას არაჯანსაღი ცხოვრების წესი აქამდეც ყველასთვის ცნობილი იყო და ეს არ უშლიდა ფეხბურთელს ხელს ეთამაშა სეზონში 40-50 მატჩი. "ნერაძურის" შეფებს იმისიც ეიმედებოდათ, რომ რაჯა ახლახანს მამა გახდა და შვილის შეძენა მას ოდნავ მაინც დაასერიოზულებდა, მაგრამ ასე არ მოხდა და სანქციამაც არ დააყოვნა - შაბათს "ინტერის" ვებ-გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომ დისციპლინარული მიზეზების გამო, ნაინგოლანი დროებით მოკვეთილია საფეხბურთო აქტივობებიდან. იტალიური პრესა წერს, რომ "ნერაძურის" შეფები ამ გადაწყვეტილებამდე ნაინგოლანის მუდმივმა დაგვიანებებმა და ვარჯიშის გაცდენებმა მიიყვანეს. რაჯას რეაქცია ინსტაგრამზე საბოდიშო პოსტი იყო: "ყველაფერს ვნანობ. ვნანობ იმას რაც ახლა ხდება. ცხოვრებაში რთული პერიოდი მიდგას და მთავარია ეს სიტუაცია გადავლახო. წინ უნდა ვიარო და ჩემი საქმის კეთება გავაგრძელო". საკვირველი იყო ის, რომ ამ პოსტის დაწერიდან ორიოდე საათში რაჯამ ინსტაგრამზე თავისი პროფილი საერთოდ გააუქმა.

ნაინგოლანის საგა - ანუ როდის ველოდოთ რაჯას კარგად გარჯას?


სანამ ნაინგოლანი სოციალურ ქსელებში იბლანდება, "ინტერს" ტრადიციული საზამთრო კრიზისი დაეწყო. ალბათ გახსოვთ, წინა წლებში "ნერაძურის" დაღმასვლა დეკემბრის ბოლოს ეწყებოდა და ლამის მთელი იანვარი ვერ ახერხებდა ხოლმე გამარჯვებებს. ამჯერად სპალეტის გუნდს ფეხი სერია ა-ს ბოლოადგილოსან "კიევოსთან" დაუცდა. ვერონელებთან მატჩში "ინტერი" მაინცდამაინც ბევრ საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდა და როცა გოლი გაიტანა, უფრო ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრობდა, ვიდრე უპირატესობის გაზრდაზე. არადა, 17 მატჩში 13 გოლის გამტან "კიევოსთან" ასეთი სიფრთხილე საჭირო ნამდვილად არ იყო და ამის გამო შავ-ლურჯები დაისაჯნენ კიდეც. რაჯამ ამ შეხვედრაში მეტად უსახურად ითამაშა და სპალეტიმ პირველად სწორედ ბელგიელი შეცვალა.

ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარე Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ "ინტერს" ნაინგოლანის გასხვისება ამ ზამთარშივე სურს. ასეთი ზომები ნამეტანი მკაცრია და ნაკლებადმოსალოდნელი, თუმცა თუ ფეხბურთელმა ქცევა არ გამოასწორა, გამორიცხული არაფერია. გულშემატკივრებს მაინც ეიმედებათ, რომ რაჯა სეზონის მეორე ნახევარში გაიხსნება და სპალეტის გუნდს მიზნის მიღწევაში დაეხმარება. ხოლო თუ ზაფხულში მილანელებმა ნაინგოლანი მაინც გაყიდეს, ეს მთლად გასაკვირი არ იქნება იმ ფონზე, რომ კლუბი კვლავ ფინანსური ფეირ-პლეის კომისიის დაკვირვების ქვეშ იმყოფება, ამასთან აშკარად დაუკომპლექტებელია ცალკეულ ხაზებში. გარდა ამისა, გუნდს არ ჰყავს ლიდერი გასახდელში. თუ მოედანზე ამ ფუნქციას იკარდი, ბროზოვიჩი ან შკრინიარი ასრულებენ, გასახდელში გუნდს არ ჰყავს ავტორიტეტული ფეხბურთელი, რომლის სიტყვაზეც მოთამაშეები ტყვიასაც კი გადაუდგებიან.

ასე რომ, "ინტერს" ნამდვილად არ აქვს იმის ბედნიერება, რომ ნახევარი წელი უცადოს 30 წლის უდისციპლინო ფეხბურთელს, თუ ბოლოსდაბოლოს როდის დაიწყებს იგი კარგად თამაშს. ამასთან, რაჯა არათუ საქმეს არ აკეთებს, კლუბს უკვე ფულსაც აკარგვინებს: ცოტა უკეთ რომ მომზადებულიყო, ის აუცილებლად ითამაშებდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პსვ-სთან, სადაც "ნერაძურის" ძალიან აკლდა მეტოქის კარში შორიდან დარტყმები და უკვე ფაქტია, რომ ლუჩანო სპალეტიმ იგი ნახევარი სეზონის მანძილზე ვერ გამოიყენა.

ერთი თვის წინ, რაჯამ ხმაურიანი განცხადება გააკეთა და შემდეგი თქვა: "მსოფლიოს ჩემპიონატზე წაყვანას ვიმსახურებდი. იქ ნამდვილად არ უთამაშიათ შემზე უკეთეს ფეხბურთელებს. ის მიზეზი, რის გამოც ნაკრებში არ მიხმეს, უბრალოდ სასაცილოა. ამიტომაც მინდა ყველას გითხრათ, რომ ბელგიის ნაკრებში აღარასდროს დავბრუნდები". საინტერესოა, რომ ბელგიელები ნაინგოლანის გარეშე თამაშს უკვე მიეჩვიენ და შესაძლოა უკეთეს ფეხბურთსაც აჩვენებენ. ახლა საკითხავია, იგივე თუ კლუბშიც მოხდა, რას უნდა ველოდოთ ამ შემთხვევაში?
24-12-2018, 21:03
ბრაზილიელი თავდამსხმელმა გაბრიელ ბარბოზამ, რომელიც "გაბიგოლის" მეტსახელითაა ცნობილი, წლევანდელი სეზონი სამშობლოში, სახელოვან კლუბ "სანტოსში" არენდით გაატარა. ბრაზილიური სერია ა-ს 35 მატჩში ბარბოზამ 18 გოლი გაიტანა და საფეხბურთო მსოფლიო ისევ აალაპარაკა. ცოტა ხნის წინ, მისი გადაბირება პრემიერლიგურ "ვესტ ჰემმა" მოინდომა, თუმცა გაბიგოლმა ინგლისელებს უარი შეუთვალა და აგენტს განუცხადა, რომ მხოლოდ "ინტერში" უნდა დაბრუნება. იტალიური პრესის ცნობით, გაბიგოლს ლუჩანო სპალეტისთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი, რათა მწვრთნელს სთხოვოს მისცეს მას თავის გამოჩენის კიდევ ერთი შანსი მისცეს.
შეგახსენებთ, "გაბიგოლი" "ინტერის" საკუთრებაა, მილანურმა კლუბმა იგი 2016 წელს ხსენებული "სანტოსიდან" 29,5 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა ბრაზილიელმა "ნერაძურიში" ფეხი ვერ მოიკიდა და არენდით ჯერ "ბენფიკას" მიაშურა, წელს კი "სანტოსში" გადავიდა. "თევზებთან" მისი იჯარის ვადა 31 დეკემბერს იწურება და 2019 წლის იანვრიდანვე გაბიგოლი კვლავ "ინტერის" განკარგულებაში იქნება, თუმცა დაიტოვებენ თუ არა მას გუნდში მილანელები, ეს ჯერჯერობით უცნობია.
24-12-2018, 20:35
ესპანურმა "დონ ბალონმა" გუშინ მეტად საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. გამოცემა იანვარში ან მაქსიმუმ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, იტალიურ-ესპანურ ბარტერს პროგნოზირებს. მადრიდის `რეალთან~ დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით, "დონ ბალონი" იუწყება, რომ მადრიდელები მზად არიან "ინტერს" მეგა-შეთავაზება გაუკეთონ. სახელდობრ, ფლორენტინო პერესი "სან სიროზე" ლუკა მოდრიჩს და დანი სებალიოსს უშვებს, ორ ფეხბურთელს ფეშქაშად 25 მილიონ ევროსაც აყოლებს და სანაცვლოდ "ნერაძურიდან" მაურო იკარდისა და მილან შკრინიარს ითხოვს. იტალიელთა პასუხი ჯერჯერობით უცნობია
24-12-2018, 02:27
ინტერმა რაჯა ნაინგოლანი დასაჯა და დროებით გუნდიდან დაითხოვა. აღნიშნული ინფორმაცია ინტერმა ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა.
24-12-2018, 02:17
"Calcio e Mercato"-ს მიმდინარეობისას, Rai Sport-ის ჟურნალისტმა, კლაუდია გარსიამ ვარაუდი გამოთქვა იკარდის აგენტის შეცვლაზე.
Image
შემოგვიერთდით
პოპულალური სიახლეები