ინტერი აარონ რემსის შეუთანხმდა და უელსელს ზაფხულში დაიმატებს

image
ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი აარონ რემსი კარიერას მილანის "ინტერში" გააგრელებს. როგორც იტალიური საიტები La Repubblica-ზე დაყრდნობით იუწყებიან, იტალიურმა კლუბმა ამ დღეებში შეთანხმებას მიაღწია 27 წლის უელსელი ფეხბურთელის აგენტთან და შედეგად, რემსი "ინტერში" თავისუფალი აგენტის სტატუსით, 2019 წლის 1 ივლისს გადავა. უელსელის ხელფასი "ნერაძურიში" სავარაუდოდ 6-7 მილიონი ევრო იქნება.
გამორიცხული არც ისაა, რომ "ინტერმა" "არსენალთან" მოლაპარაკება აარონ რემსის უკვე იანვარში გადასვლაზეც შეძლოს, რადგან ამით მილანური გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ძალიან არის დაინტერესებული. ლონდონელებთან ამ საკითხზე საუბარს "ინტერის" ახალი გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა აპირებს.
შეგახსენებთ, რომ აარონ რემსი "არსენალთან" არ ახანგრძლივებს კონრაქტს, რომელსაც ვადა ზაფხულში ეწურება. ფეხბურთელით დაინტერესებული იყვნენ "მილანი", "იუვენტუსი", "რეალი", "ბაიერნი" და ინგლისის პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი.

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება