ინტერმა ნაინგოლანი დასაჯა

image
ინტერმა რაჯა ნაინგოლანი დასაჯა და დროებით გუნდიდან დაითხოვა. აღნიშნული ინფორმაცია ინტერმა ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა.

ნერაძურიში გადმოსვლის შემდეგ ბელგიელ ნახევარმცველს ფიზიკური პრობლემები აწუხებს და ამასთანავე ვარჯიშებზე სისტემატიურად აგვიანებს. სწორედ ეს უკანასკნელი გახდა მისი დასჯის მიზეზი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფეხბურთელის დასჯა მაროტას, აუსილიოს და სპალეტის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო.

ჯერ-ჯერობით რა დროით იქნება დათხოვნილი ნაინგოლანი უცნობია, თუმცა იგი ნაპოლისთან მატჩს გამოტოვებს. ასევე არსებობს იმის ალბათობა, რომ ბელგიელი ემპოლისთან გასამართი მატჩის განაცხადს მიღმაც დარჩეს.

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება