ვალენტინო ლასარო ინტერის ფეხბურთელია

image
მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ინტერმა მეორე ტრანსფერი განახორციელა და ვალენტინო ლასარო დაიმატა. ლასარო კონტეს 3-5-2 ტაქტიკისთვის იდეალურ ფეხბურთელად მოიაზრება.

ტრანსფერთან დაკავშირებით ინტერმა ოფიციალურ საიტზე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.

MILAN - ვალენტინო ლასარო ოფიციალურად ინტერის ფეხბურთელია. ავსტრიელი ფეხბურთელი ნერაძურის ჰერტადან შეუერთდება და კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.

ვალენტინოს 23 წლის ასაკში დიდი ამბიციები გააჩნია. იგი გრაცში დაიბადა და ბავშვობიდან აქტიურად ცხოვრობდა. იგი მუდამ მეგობრების კარებთან იდგა და დაღამებამდე თამაშობდა ფეხბურთს. მისი გატაცება ფეხბურთი იყო. იგი საკუთარი ბავშვობის გმირებს ბაძავდა, იმეორებდა ბრაზილიელი ფეხბურთელების მოძრაობებს და ავითარებდა დრიბლინგს, საჯარიმო დარტყმებს და პასებს.

ვალენტინო ლასარომ კარიერა ზალსბურგის ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, მოგვიანებით მისი დებიუტი აუსტრიის ლიგაში შედგა. ამ კლუბში მან 5 სეზონი დაჰყო, აქედან 4 სეზონში მან მოახერხა ქვეყნის ჩემპიონატის და თასის მოგება. ლასარომ იცის როგორ გაიმარჯვოს. იგი ძირითადად მარჯვენა ფლანგზე თამაშობს, თუმცა სხვადასხვა პოზიციებზეც აქვს თამაშის გამოცდილება. როგორც სხვა დიდებული მოთამაშეები, მან გაზრდა ქუჩაში დაიწყო, რაც მას მოძრაობების და ტაქტიკური უნარების განვითარებაში ეხმარებოდა. ვიწრო სივრცეები მისთვის იდეალური აღმოჩნდა, რაც მას დაეხმარა, რომ გაზრდილიყო, როგორც ფეხბურთელი.

ჰერტაში გასულ სეზონში მან 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 3 გოლი და 7 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. ლასარო ასევე გახდა აუსტრიის ნაკრების წევრი და 12 საერთაშორისო მატჩში 1 გოლის გატანაც მოახერხა. ახლა, იგი მზად არის ინტერთან ერთად სრული ენთუზიაზმით დაიწყოს მოგზაურობა. სრულიად ნერაძურის ოჯახისგან, #WelcomeValentino!


კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება