მორატი: "ინტერს იტალიაში საუკეთესო დაცვა ყავს"

image
ინტერის ყოფილმა პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ "ახალ ინტერზე" და მომავალ სეზონზე ისაუბრა.

იუვენტუსი კვლავ ფავორიტი იქნება, მაგრამ ინტერი კონტესთან ერთად ძლიერ გუნდს აშენებს. მაურო იკარდის ვითარება ზედმეტად რთულია, თუმცა ჩემი მმართველობის პერიოდში მას მოვაგვარებდი. მე მას ჯეკოზე და ლუკაკუზე უკეთეს თავდამსხმელად მივიჩნევ, თუმცა ორივე შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. ერთს კარგი ტალანტი აქვს, მეორეს ძლიერი ფიზიკური მონაცემები. თუ მაურო იუვენტუსში გადავა, ტურინელებს შესანიშნავი გუნდი ეყოლებათ. იკარდის ცხოვრება სოციალურ მედიაში არ მაინტერესებს, რადგან ფეხბურთელებს ყოველთვის მოედანზე და ვარჯიშებზე ვაფასებდი.

კონტე? მისი წარსული არაფერს ნიშნავს. ის პროფესიონალია და მან ეს დაამტკიცა ეროვნულ ნაკრებშიც და ჩელსიშიც. ამ მომენტისთვის საუკეთესო შენაძენი გოდინია. ის ლიდერია და მასთან ერთად ინტერს შესანიშნავი დაცვა ყავს. ჰანდანოვიჩი, შკრინიარი, დე ვრეი და გოდინი შესანიშნავები იქნებიან ჩემპიონთა ლიგაზეც. კონტეს ახლა საუკეთესო დაცვა ყავს ლიგაში. მე მომწონს ბარელა და ასევე სენსიც. ორივე ახალგაზრდაა და დაგვეხმარება.

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება