ლასარო: "ძალიან ბედნიერი ვარ ინტერში ყოფნით"

image
დღეს შესვენების შემდეგ ინტერის ფეხბურთელები პირველად შეიკრიბნენ და ახალ მწვრთნელთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარეს. ვარჯიშის შემდეგ ინტერის ახალწვეულმა, ვალენტინო ლასარომ კლუბის ოფიციალურ საიტთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა.

ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ახალი თავგადასავლის დაწყებით. ჩემი თანაგუნდელები შესანიშნავები არიან, არის საოცარი ატმოსფერო და ყველას გვსურს ვარჯიში. თავს კარგად ვგრძნობ, ყველაფერი კარგად მიდის.

აღსანიშნავია ის დახვედრა, რომელიც მე მომიწყვეს, ყველა ხელს მართმევდა. უკვე დავიწყე იტალიურის სწავლა, მანამდე კი ივან პერისიჩი ჩემი თარჯიმანის როლს ირგებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მეორე დღეა, უკვე ყველამ ვნახეთ როგორ მუშაობს ანტონიო კონტე, მას მოსწონს მაქსიმუმის გაკეთება. ჩვენ ყველა ვაკეთებთ იმას რაც შეგვიძლია, რადგან დიდი მიზნები გვაქვს და გვსურს ყველაფერი კარგად გამოგვივიდეს.

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება