ინტერმა ჟოაო მირანდა ტრანსფერზე დააყენა

image
ინტერმა ჟოაო მირანდას გაყიდვა გადაწყვიტა და ფეხბურთელი ტრანსფერზეც დააყენა. აღნიშნულ ინფორმაციას Tuttosport ავრცელებს.

კვირას გამართულ პრესკომფერენციაზე ანტონიო კონტემ ბრაზილიელი მცველი მომავალი სეზონის გუნდში არ ახსენა, რაც კიდევ უფრო ზრდის იმის ეჭვებს, რომ მირანდა კლუბს დატოვებს.
ჩვენი გუნდი, განსაკუთრებით დაცვა ძალიან ძლიერია და აქ მხოლოდ გოდინს, დე ვრეის და შკრინიარს არ მოვიაზრებ. ჩვენ ასევე გვყავს დ'ამბროსიო, რანოკია და ბასტონი, რომლებსაც ნებისმიერ სხვა გუნდში შეუძლიათ სასტრატო შემადგენლობაში ითამაშონ. - განაცხადა კონტემ.

ფაქტია ინტერი ბრაზილიელ მცველს, ისევე როგორც იკარდის და ნაინგოლანს თავისი გეგმების ნაწილად აღარ თვლის. თუმცა სად გააგრძელებს მირანდა კარიერას უცნობია.

როგორც ცნობილია ფეხბურთელის სურვილი ბრაზილიაში დაბრუნებაა, თუმცა ბრაზილიური კლუბებისთვის პრობლემა მისი ხელფასი იქნება. მირანდა ამჟამინდელი კონტრაქტით ინტერისგან ყოველწლიურად 3.5 მილიონ ევროს იღებს, რასაც ვერცერთი ბრაზილიური კლუბი ვერ გაწვდება.

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
Image
შემოგვიერთდით
პოპულალური სიახლეები