"ინტერი" "სამპდორიასთან" მატჩისთვის ემზადება

image
ჩემპიონთა ლიგაზე, "ტოტენჰემის" დამარცხების შემდგომ "ინტერმა" "სამპდორიასთან" გასამართი მატჩისთვის მზადება დაიწყო.

კლუბის ოფიციალურმა საიტმა უკვე გამოაქვეყნა 22 კაციანი განაცხადი:
ამწუხაროდ გუნდს სიმე ვრსალკო ვერ დაეხმარება. Gazzetta dello Sport-ის ცნობით ხორვატი მცველი ინდივიდუალურად ვარჯიშობს და გუნდს სავარაუდოდ 10 დღეში შეუერთდება.

თუმცა გუნდს დანილო დ'ამბროსიო და ლაუტარო მარტინეზი დაუბრუნდნენ. არგენტინელმა ბოლოს "ნერაძურის" მაისურით "ბოლონიას" წინააღმდეგ ითამაშა.

როგორი შემადგენლობით ითამაშებს "ინტერი" ჯერჯერობით უცნობია, თუმცა Sky-ის ცნობით, ლუჩიანო სპალეტი ივან პერისიჩს დაასვენებს და მის ადგილს კეიტა ბალდე დაიკავებს, ხოლო მარჯვენა ფლანგზე მას კანდრევასა და პოლიტანოს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მაურო იკარდის და რაჯა ნაინგოლანს გარანტირებული ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ "ინტერს" მხოლოდ 4 ქულა აქვს და ცხრილში მე-15 ადგილს იკავებს, "სამპდორია" კი 7 ქულით მე-5 ადგილზეა.
მატჩი 22 სექტემბერს, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება.

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება