რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ სპალისთან მატჩში?

image
კვირას, სერია A-ს მე-8 ტურში ინტერი სპალს ესტუმრება. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ინტერის შემადგენლობაში ცვლილებები იქნება.

Sky: ლუჩიანო სპალეტი დანილო დ'ამბროსიოს დასვენებას გეგმავს და მის ნაცვლად მოედანზე სიმე ვრსალკოს ვიხილავთ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც იყო, თუმცა პსვ-სთან არ უთამაშია. ასევე სასტარტო შემადგენლობაში იქნება მირანდაც, თუმცა უცნობია დე ვრეისა და შკრინიარს შორის, რომელი იქნება სათადარიგოთა სკამზე.

ცვლილებები იქნება შეტევაშიც. ივან პერისიჩის ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში კეიტა ბალდე იქნება, ხოლო მარჯვენა ფლანგზე ანტონიო კანდრევა ითამაშებს, რადგან სპალეტი პოლიტანოს დასვენებას გეგმავს.

სასტარტო შემადგენლობაში ასევე არ იქნება მარსელო ბროზოვიჩი. იგი გუნდის განაცხადში იყო შეყვანილი, თუმცა კუნთების პრობლემის გამო გუნდს ვეღარ დაეხმარება.

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება