ინტერი დაცვის გაძლიერებას გეგმავს?

image
მიუხედავად იმისა, რომ ინტერის დაცვა მიმდინარე სეზონში იდეალურად თამაშობს, ნერაძური რამდენიმე ცენტრალურ მცველს აკვირდება.

FC Inter News-ის ცნობით, ინტერის ყურადღება სასუოლოს ცენტრალურმა მცველმა, ჟან მარკო ფერარიმ მიიპყრო. 1992 წელს დაბადებულმა იტალიელმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო და მის ანგარიშზე 9 მატჩში 2 გატანილი გოლია. იტალიელ მცველს სასუოლოსთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირდებს და მისი სატრანსფერო ფასი 12-დან 15 მილიონ ევრომდე მერყეობს.

ესპანური გაზეთის, AS-ის ცნობით, ინტერი სტეფან სავიჩს აკვირდება. მონტენეგროელ მცველს მადრიდულ გუნდში მცირე სათამაშო დრო აქვს. წყაროს ცნობით, ნერაძური უკვე დაუკავშირდა ატლეტიკოს ფეხბურთელის თაობაზე.

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება