აგენტი: "კარამოს მიზანი ინტერში დაბრუნებაა"

image
ინტერის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდის, იან კარამოს აგენტმა, ოსკარ დამიანიმ FC Inter 1908-სთან ინტერვიუში ფეხბურთელის ინტერიდან წასვლის მიზეზებზე და მის მიზნებზე ისაუბრა.

"თავიდან მას გუნდის დატოვება არ სურდა. ის უნდა დარჩენილიყო და ჩემი აზრით, მას იმდენი სათამაშო დრო ექნებოდა, რამდენიც სხვებს, რადგან ის კარგი მოთამაშეა. მაგრამ ინტერს გადაწყვეტილება უნდა მიეღო და მოლაპარაკებების შემდეგ კარამო მიხვდა, რომ სწორი გადაწყვეტილება წასვლა და თამაში იქნებოდა."

- ინტერიდან წასვლას უკან გადადგმულ ნაბიჯად თვლით?
"არა. ბორდო მნიშვნელოვანია და ისინი ასევე სათასო ტურნირზეც თამაშობენ. ის მუშაობს კარგ მწვრთნელთან, ფრანგული ლიგა გაუმჯობესდა და უმაღლესი დონის ლიგა გახდა. სერია A-სი არ გვშურს. მე მჯერა, რომ ის თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო გახდება, თუ გაზრდას გააგრძელებს. ინტერმა მასში 5 მილიონი გადაიხადა და ახლა ის 4-ჯერ ძვირი ღირს."

- აუსილიო შეგეხმიანათ გოლის შემდეგ?
"არა, მე მივწერე მას და ვუთხარი: "წადი, კარამოს გოლი ნახე." მან ღიმილიანი სახით მიპასუხა და თქვა, რომ გოლი უკვე ნანახი ჰქონდა. ჩვენ პიეროსთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს."

- მიზანი ინტერში დაბრუნებაა?
"დიახ. ინტერის გამო მან ყველა გუნდს უარი უთხრა და მისი მიზანი დაბრუნებაა. ასევე უნდა ვთქვა, რომ ინტერს მისი სჯერა. სწორედ ამიტომ გაუშვა კარამო ბორდოში გამოსყიდვის უფლების გარეშე. ინტერში დაბრუნება კიდევ უფრო დიდი მიზანია."

კომენტარები 1

interi 13 ოქტომბერი 2018 12:07
keitaze met sargebels es mogvitanda

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება