3-12-2018, 02:59
გოლი: კეიტა 37 (0:1), უნდერი 51 (1:1). იკარდი 66 (1:2), კოლაროვი 73-პენ. (2:2).
რომა: ოლსენი, სანტონი (69, კლუივერტი), მანოლასი, ჟუანი, კოლაროვი, ნზონზი, კრისტანტე, ფლორენცი, ძანიოლო (77, პეროტი), უნდერი (83, პასტორე), შიკი.
ინტერი: ჰანდანოვიჩი, დ'ამბროზიო, დე ვრეი, შკრინიარი, ასამოა, ვალერო (80, ვესინო), ბროზოვიჩი, მარიო, პერიშიჩი (81, მარტინესი), კეიტა (62, პოლიტანო), იკარდი.
გაფრთხილება: ასამოა 48, კოლაროვი 79.
კუთხური: 5/6 ჯარიმა: 11/15
2-12-2018, 18:11
რომა (4-4-3-1): ოლსენი, ფლორენცია, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი, ნზონზი, კრისტანტე, უნდერი, ძანიოლო, კლუივერტი, შიკი.
სათ. ფუზატო, მირანტა, სანტონი, ჟუანი, მარკანო, პელეგრინი, ჩელარი, რიკარდი, პასტორე, პეროტი.
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი, დ'ამროზიო, შკრინიარი, მირანდა, ასამოა, ბროზოვიჩი, ვესინო, პოლიტანო, მარიო, პერიშიჩი, იკარდი.
სათ. პადელი, ბერნი, ვრსალკო, დე ვრეი, რანოკია, გალიარდინი, ვალერო, კეიტა, კანდრევა, მარტინესი.
2-12-2018, 17:26
თურქი წარმომავლობის გერმანელი გამთამაშებელი მესუთ იოზილი ბოლო დროს "არსენალის" ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. მისით კმაყოფილი არც მწვრთნელია და გულშემატკივრებიც გამუდმებით აკრიტიკებენ, ამიტომაც დიდი ალბათობით ამზამთარშივე დადგება "მეთოფეებიდან" მესუთის აბარგების საკითხი.
როგორ The Sun-ი იუწყება, იოზილის გადაბირებით "ინტერი" გახლავთ დაინტერესებული. "ნერაძურის" შემქმნელი ნახევარმცველის პოზიციაზე უჭირს და ზამთარში "ბარსელონადან" რაფინიას დამატებას გეგმავდა, თუმცა ბრაზილიელმა მძიმე ტრავმა მიიღო და მისი ტრანსფერიც ჩაიშალა. ახლა ჯერი იოზილზე მიდგა და ამ საქმეში მთავარი მილანელებსა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებაა. თავად "არსენალს" კი მაღალხელფასიანი ფეხბურთელის გაყიდვა სურს, რათა გამონთავისუფლებული ფული ახალი მოთამაშეებისთვის გამოიყენოს.
იოზილს "არსენალთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ამ სეზონში მან სულ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 3 საგოლე პასი.
2-12-2018, 17:13
"ინტერის" თავდამსხმელი მაურო იკარდი ამბობს, რომ იტალიურ კლუბთან ხელშეკრულებას მაშინ გააგრძელებს, როდესაც ამის დრო დადგება. მისი ცოლი და აგენტი ვანდა ნარა კი საქმეებს მშვენივრად უძღვება.
ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ინტერის" 25 წლის არგენტინელი ფორვარდ მაურო იკარდით მადრიდის "რეალია" დაინტერესებული, რომელიც კრიშტიანო რონალდუს "იუვენტუსში" გადაბარგების შემდეგ, თავდამსხმელის ძიებაშია. მედია წერს, რომ იკარდი "სამეფო კლუბის" პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის ფავორიტთა სიაშია, სადაც ასევე არიან ჰარი კეინი და ედინსონ კავანი. იუწყებიან, რომ "რეალი" მზადაა მაუროს სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადოს და გარიგებაში ჩართოს მარიანო დიასი.
- ახალი კონტრაქტი "ინტერთან"? მოვა დრო და გავაფორმებთ. ჩემმა მეუღლემ, ვანდამ იცის, რა უნდა გააკეთოს და რა თქვას, რომ ხალხს მოეწონოს. ის ჭკვიანია და არ სჭირდება გარედან კონტროლი. სრულებით ვენდობი მას, ის კი კარგად მიცნობს. ინტერესი "იუვენტუსისგან"? რაღაც მსმენია და ბოლო ვიყავი, ვინც ამის შესახებ გაიგო. ინტერესი ალბათ არის, რადგან ჩემს საქმეს კარგად ვასრულებ. "რეალში" გადასვლის ვარიანტის განხილვას აზრიც არ აქვს. თუ გავითვალისწინებთ მადრიდული გუნდის შედეგებს, ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არ არის. მომწონს იქ ყოფნა, სადაც ახლა ვარ, - განუცხადა არგენტინელმა თავდამსხმელმა "კორიერე დელო სპორტ"-ს.
მაურო იკარდი "ინტერის" ღირსებას 2013 წლიდან იცავს. "ნერაძურის" კაპიტანს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა თავდამსხმელმა მილანელთა მაისურით ყველა ტურნირის 15 მატჩში 10 გოლი მიითვალა.
25-11-2018, 04:44
სერია A-ს მე-13 ტურში, ინტერმა ფროსინონეს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 3-0 სძლია.
18-11-2018, 02:21
ხორვატიის ფეხბურთის ცნობილმა აგენტმა, ვიჩენცო კავალიერიმ განაცხადა, რომ ინტერს კვლავ სურს მოდრიჩის დამატება, თუმცა რეალი ფეხბურთელს მარტივად არ დათმობს.
10-11-2018, 04:06
DAZN-თან ინტერვიუში ინტერის სლოვაკმა მცველმა, მილან შკრინიარმა თავის წარსულზე და ინტერზე ისაუბრა.
10-11-2018, 03:33
ინტერი ჟოაო მირანდას შემცვლელს ეძებს. ბრაზილიელმა ინტერი შესაძლოა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს. მისი დამატება სევილიას და რამდენიმე ბრაზილიურ კლუბს სურს.
10-11-2018, 02:34
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში, ინტერმა ბარსელონას უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.
6-11-2018, 12:10
Daily Star-ის ცნობით, ინტერი მანჩესტერ იუნაიტედის შემტევისთვის, ენტონი მარსიალისთვის ბრძოლაში მთავარ ფავორიტად ითვლება.
Image
შემოგვიერთდით
პოპულალური სიახლეები