31-08-2018, 01:07
"ინტერი" " ტოტენჰემით" იწყებს და პსვ-თი ამთავრებს
30-08-2018, 21:11
ინტერი, ბარსელონა, ტოტენჰემი, პსვ
30-08-2018, 19:37
ახალგაზრდა ფრანგი საფრანგეთში ბრუნდება
30-08-2018, 19:25
მილანის "ინტერისა" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ადრიანომ განაცხადა, რომ მისი პრობლემები მაშინ დაიწყო, როცა მამა გარდაეცვალა. ბრაზილიელმა სერია ა-ში რამდენიმე შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა, რითაც ფეხბურთის გულშემატკივრებს თავი დაამახსოვრა. 2009 წელს კი მან "ინტერი" დატოვა და ბრაზილიის ჩემპიონატში დაბრუნდა. მისი ბოლო კლუბი "მაიამი იუნაიტედი" იყო, რომელშიც 2016 წელს ირიცხებოდა. ადრიანომ აღიარა, რომ "ინტერში" დილის ვარჯიშებზე ნასვამი მიდიოდა, კლუბს კი პრესისათვის მისი უთამაშებლობის მიზეზად კუნთების პრობლემების მომიზეზება უწევდა.
- მხოლოდ მე ვიცი, რამდენად დიდი პრობლემა მქონდა. მამაჩემის გარდაცვალებამ დიდი სიცარიელე დამიტოვა, თავი ძალიან მარტოდ ვიგრძენი. მისი გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი ცუდისკენ წავიდა, რადგან ჩემს თავში ჩავიკეტე. იტალიაში მარტო ვიყავი, სევდა და დეპრესია მომეძალა და სმა დავიწყე.
- ბედნიერი მხოლოდ მაშინ ვიყავი, როცა ვსვამდი, ამიტომ ყოველ ღამეს ვსვამდი. ვსვამდი ყველაფერს, რაც ხელში მხვდებოდა: ღვინო, ვისკი, არაყი, ლუდი... ძალიან ბევრი ლუდი. ალკოჰოლზე უარს ვერ ვამბობდი და საბოლოოდ, "ინტერის" დატოვება მომიწია.
- დილით, ვარჯიშებზე ნასვამი მივდიოდი. არ ვიცოდი, სიმთვრალე როგორ დამემალა. სამედიცინო შტაბის წევრები თავიანთ ოთახებში გამოძინების საშუალებას მაძლევდნენ. "ინტერი" პრესას ეუბნებოდა, რომ კუნთებზე პრობლემები მქონდა.
- მოგვიანებით მივხვდი, რომ ჩემთვის პრობლემას ის ადამიანები წარმოადგენდნენ, რომლებიც ჩემს ირგვლივ იყვნენ. მეგობრებს არაფერი გაუკეთებიათ ჩემი მდგომარეობიდან გამოსაყვანად, ისინი მხოლოდ ქალებითა და ალკოჰოლით მართობდნენ. ბრაზილიაში წასვლით მილიონები დავთმე, სამაგიეროდ ბედნიერება მოვიპოვე,-განაცხადა ადრიანომ.
26-08-2018, 12:18
ინტერის განაცხადი:
მეკარეები: 1 ჰანდანოვიჩი, 27 პადელი, 46 ბერნი
23-08-2018, 13:48
ინტერის გულშემატკივარო გილოცავთ ოფიციალური სტატუსის მიღებას!!!
22-07-2018, 13:21
ინტერის გულშემტაკივრებო!
ბევრეჯერ გვქონია სურვილი დაგვერეგისტრირებინა ინტერის ოფიციალური ფან-კლუბის საქართველოში, თმცა აღნიშნული საკითხი ჯერაც ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი.
Image
შემოგვიერთდით
პოპულალური სიახლეები