როგორ გავწევრიანდე

Inter Club Georgia-ში გასაწევრიანებლად, გულშემატკივარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს და წარმოადგინოს მითითებული საბუთები:

1. ქომაგი უნდა იყოს სრულწლოვანი (არასრულწლოვანი ქომაგი, ფან-კლუბში ერთიანდება მშობლისა ან მეურვის მეთვალყურეობის ქვეშ).

2. ქომაგმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი ID ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი (ან საბუთი, სადაც მისი სახელი და გვარი მოცემულია ლათინური ასოებით).

3. ფან-კლუბის წევრებისთვის დაწესებულია წლიური საწევროს გადახდა, რომელიც რეგულირდება „ინტერის“ ოფიციალური წარმომადგენლობის მხრიდან. ქართველი ბენეფიციარი რეგისტრაციიდან რამდენიმე კვირაში მიიღებს იტალიიდან გამოგზავნილ ფან-კლუბის ბარათს თავისი საწევრო ნომრით.

4. ფან-კლუბის წევრები ყოველ წელს გადიან ხელახალ აკრედიტაციას. წლიური ციკლი მოიცავს პერიოდს მიმდინარე წლის 1 ივლისიდან მომდევნო წლის 30 ივნისის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ ქომაგი დარეგისტრირდება 1 ივლისის შემდეგ, მას რამდენიმე თვიანი წვერობის მიუხედავად, მაინც მოწევს წლიური გადასახადის სრულად ანაზღაურება).

5. დაინტერესებული პირმა უნდა გამოაგზავნოს თავისი მონაცემები(სახელი გვარი, მობილურის ნომერი, იურიდიული მისამართი, პასპორტის სურათი/სკანერი, facebook-ს გვერდის მისამართ) მისამართზე info@inter.ge

6. მეილზე მოგივათ თიბისი ბანკის ანგარიში ნომერი სადაც უნდა ჩარიცხოთ საწევროს თანხა(აუცლებელია დანიშნულებაში ჩაწეროთ თქვენი სახელი გვარი და პირადი ნომერი), რის შემდეგაც თქვენი რეგისტრაცია ჩაითვლება წარმატებულად დასრულებული.шаблоны для dle
Image
შემოგვიერთდით
პოპულალური სიახლეები