წესები

ორგანიზაციის წევრობა:
ორგანიზაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იზიარებს მის ღირებულებებს და ეთანხმება წესდებას. წევრთა მიღების, წევრობის შეწყვეტის ფორმებსა და პროცედურას, ასევე საწევრო გადასახადს ადგენს დამფუძნებელთა კრება.

ორგანიზაციის წევრს უფლება აქვს:
• მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში;
• მიმართოს წინადადებით დამფუძნებელთა კრებას;
• მიიღოს ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ;
• შესაძლებლობის ფარგლებში ისარგებლოს ორგანიზაციის რესურსებით;
• გავიდეს წევრობიდან.

ორგანიზაციის წევრი ვალდებულია:
• პატივი სცეს ორგანიზაციის ფასეულობებს;
• შეასრულოს ორგანიზაციის წესდებით ან სხვა რეგულაციებით გათვალისწინებული მოთხოვნები;
• დაიცვას ორგანიზაციის მიერ კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია

шаблоны для dle